English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ მედინა ჰაბიბ ყიზი იუზბაშოვა
სახელმწიფოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა ჯანდაცვის მომსახურებასა და დაფინანსებაში

რეზიუმე

განვითარებად ქვეყნებში  არაგადამდები დაავადებების უდიდესი წილი მოდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე. ამ ქვეყნებში შეიმჩნევა მაღალი სიკვდილიანობა ამ დაავადებებისაგან. ჯანმოს მონაცემებით, სიკვდილის გამომწვევი 10 ძირითადი მიზეზიდან მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იკავებს პირველ ადგილს - 21,9%. აზერბაიჯანში სიკვდილის 33 ათასი შემთხვევა დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. განვითარებად ქვეყნებში არაინფექციურ დაავადებებს შორის ყველაზე მეტი წილი მოდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე. ამ ქვეყნებში შეიმჩნევა მაღალი სიკვდილიანობა ამ დაავადებებისაგან. განვითარებულ ქვეყნებში უკეთესადაა განვითარებული პროფილაქტიკური მედიცინა და ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლი, აგრეთვე გამოიყენება დიაგნოსტიკისა და სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის უახლესი მეთოდები. არაინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ავადმყოფობა შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ან/და განკურნებული ნაადრევ სტადიაზე ნაკლები დანახარჯებით.

ამ მიზნით სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად შეიძლება გამოიყოს ჯანდაცვის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. გარკვეულმა ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა ჯანდაცვის დაფინანსებისა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებისათვის პირობების შექმნა და მისი ხელმისაწვდომობის  გაზრდა, ძირითადი სამედიცინო-დემოგრაფიული მაჩვენებლების (შობადობა, სიკვდილიანობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა) სტაბილიზება, ინფექციური დაავადებების შემცირება.  მიუხედავად ყველა გაწეული სამუშაოსი, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის პარამეტრების ზოგიერთი ნაწილი, მისი სამედიცინო მომსახურება და წამლებით უზრუნველყოფა სასურველ დონეზე დაბალია.

ეს განსაკუთრებით გამოვლინდა კორონავირუსის COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში. ვირუსთან საბრძოლველად ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა 2,5 მლრდ. მანათი, ამას გარდა მრავალი ორგანიზაციიდან, კერძო და სახელმწიფო კომპანიებიდან, ფიზიკური პირებიდან იქნა ფული გადარიცხული. ინფიცირების ალბათობაზე, ავადმყოფობის მიმდინარეობის გართულებასა და სიკვდილიანობაზე გავლენას ახდენდნენ თანმდევი დაავადებები - შაქრის დიაბეტი, ასთმა, თირკმელების დაავადება, გულის დაავადება, სისმუქნე და მოწევა. დაავადების ხარისხის შესამცირებლად მთავრობის მიერ დროულად იქნა გატარებული ღონისძიებები და ფინანსური სახსრების მიმართვა ჯანდაცვაში (მობილური საავადმყოფოების მშენებლობაში, თანამედროვე აპარატურისა და ტექნიკის შეძენაზე), აგრეთვე 17-ზე მეტ სახელმწიფოს გაეწია დახმარება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია არაინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა, რადგანაც მათი ადრეულ ეტაპზე აღმოფხვრა ან განკურნება შესაძლებელია ნაკლები ხარჯებით.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიმართულბა, რომელიც გვიჩვენებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოქალაქეების წინაშე, არის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ხარისხიანი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ვლინდება არსებული პრობლების აღმოფხვრის საჭიროება, რადგანაც გლობალიზაციის პროცესმა, ადამიანთა ცხოვრების წესის ცვლილებამ ხელი შეუწყო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულებას. ასე მაგალითად, ინფექციური და არაინფექციური დაავადებების ეპიდემია სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჯანდაცვის სისტემასა და მის ორგანიზაციას გართულებული პროცესის გამო. ადამიანური კაპიტალისადმი  გაზრდილი ყურადღება განპირობებულია იმით, რომ ადამიანთა ჯანმრთელობა განიხილება როგორც ინოვაციური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროცესების დაჩქარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის რეალურ ზრდასა და განვითარებას. სამეცნიერო ცოდნის ზრდა ქმნის პირობებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმების, ორგანიზაციის და ჯანდაცვის სისტემის მართვის გასაუმჯობესებლად.